გადაზღვევა

გადაზღვევა – ოპერაცია ორ სადაზღვევო კომპანიას შორის, რომლის დროსაც დაზღვევის (გადაზღვევის) ხელშეკრულებით ერთ-ერთი მხარე თავის თავზე იღებს რისკის ნაწილს სადაზღვევო პრემიის გადახდის სანაცვლოდ.   Source: საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, 1997 წლის 2 მაისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

2. გადაზღვევა – ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა, რომლის შესაბამისადაც მზღვეველი იღებს რა დაზღვევის რისკებს, მათ მიმართ პასუხისმგებლობის ნაწილს გადასცემს სხვა მზღვეველებს (გადამზღვეველებს) შეთანხმებული პირობების შესაბამისად და შეძლებისდაგვარად ბალანსირებული სადაზღვევო პოლისის შექმნის, ფინანსური რენტაბელობის მდგრადობის, აგრეთვე, სადაზღვევო ოპერაციების რენტაბელობის უზრუნველყოფის მიზნით.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……