ევთანაზია

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ევთანაზია  ბერძნული  სიტყვაა  და  მშვიდ  და  უშფოთველ  სიკვდილს  ნიშნავს.  დღესდღეობით  ასეთი  მშვიდი  სიკვდილით  ადამიანის  ტანჯვისგან  გათავისუფლება  მხოლოდ  ექიმებს  ან  მედპერსონალს  შეუძლია.  ევთანაზია  მიიღწევა  აპარატის  გამორთვით  (აქტიური  ევთანაზია)  ან  საერთოდ,  დაავადების  მიმდინარეობაში  ჩაურევლობით  (პასიური  ევთანაზია),  მაგალითად  წამლის  დოზის  გარეშე  პაციენტის  დატოვება  თუ  მის  სიკვდილს  გამოიწვევს,  ეს  პასიური  ევთანაზია  გახლავთ.

დღესდღეობით  არსებობს  სამი  სისტემა:  პირელი  სისტემა  მოქმედებს  ინგლისში,  საფრანგეთსა  და  რუსეთში  სადაც  ევთანაზიას  ჩვეულებრივ  მკვლელობად  აფასებენ  ;  მეორე  ჯგუფი  ქვეყნებისა  ევთანაზიისთვის  მსუბუქ  სასჯელს  აწესებს  .  ასეთებია  მაგალითად  გერმანია  და  ავსტრალია;  ხოლო  პერუ,  ურუგვაი,  ჰოლანდია,  სკანდინავიის  ქვეყნები,  შვეიცარია,  ორეგონისა  და  ვაშინგტონის  შტატები  ევთანაზიას  ცნობენ  და  დეკრიმინალიზებულად  აცხადებენ.

უკანასკნელი  ცვლილებებით  საქართველოს  სისხლის  სამართლის  კოდექსი  110-ე  მუხლში  ევთანაზიის  შესახებ  ასეთ  განმარტებას  გვთავაზობს:

მკვლელობამსხვერპლისდაჟინებულითხოვნითდამისინამდვილინებისშესაბამისადჩადენილიმომაკვდავისძლიერიფიზიკურიტკივილისგანგათავისუფლებისმიზნითისჯებათავისუფლებისაღკვეთითვადითორიდანხუთწლამდე.

ევთანაზიასასევეკრძალავსჯანმრთელობისდაცვისკანონირომლის  151-მუხლისმიხედვითსამედიცინოპერსონალსაგრეთვენებიმიერსხვაპირსეკრძალებაევთანაზიისგანხორციელებაანმასშიმონაწილეობა.

თუმცა  ამავე  კოდექსის  23-3  მუხლი  პაციენტს  აძლევს  არჩევანის  ნებას:  ქმედუნარიანდაგაცნობიერებულიგადაწყვეტილებისმიღებისუნარიანპაციენტსუფლებააქვსმკურნალობისნებისმიერეტაპზეუარიგანცხადოსსამედიცინომომსახურებაზეაგრეთვეშეწყვიტოსუკვედაწყებულისამედიცინომომსახურებასამედიცინომომსახურებაზეუარისთქმისანმისიშეწყვეტისმოსალოდნელიშედეგისშესახებპაციენტიამომწურავადუნდაიყოსინფორმირებული.

ალბათ  მკითხველს  გაუჩნდება  კითხვა,  თუ  პაციენტს  შეუძლია  საკუთარ  სიცოცხლეზე  უარი  თქვას,  მაშინ  რატომ  უნდა  დაისაჯოს  ექიმი?  ამ  კითხვაზე  პასუხი  პასიური  და  აქტიური  ევთანაზიის  არსებობით  გაიცემა.  საქართველოს  კანონმდებლობით  მხოლოდ  აქტიური  ევთანაზიაა  დასჯადი,  ხოლო  პასიური  არა.  სავარაუდოდ,  სწორედ  პასიურ  ევთანაზიად  მიიჩნევა  პაციენტის  არჩევანი,  უარი  თქვას  მკურნალობაზე  და  აღარ  მიეწოდოს  სამკურნალო  საშუალებები.  ეს  მსჯელობა  ოდნავ  ამსუბუქებს  ზემოთხსენებულ  მუხლებში  არსებულ  შეუსაბამობას,  თუმცა  აქტიური  ევთანაზიის  აკრძალვა  კვლავ  პრობლემაა.  ფაქტიურად  დაავადებულ  ადამიანებს  უწევთ  ტანჯვა  და  წამება  და  მათ  უფლება  არ  აქვთ  შეიმსუბუქონ  ტანჯვა  თუნდაც  ვინმეს  დახმარებით.  საკითხავია,  საიდან  გამომდინარეობს  ეს  აკრძალვა,  გაუმართლებელია  ეს  ეკლესიურად  (ღვთისგან  ბოძებული  სიცოცხლის  ხელყოფის  დაუშვებლობა)  თუ  კონსტიტუციურად,  სადაც  ადამიანის  სიცოცხლე,  სიცოცხლის  უფლება  უმთავრესია.  თუმცა  განა  სწორედ  კონსტიტუციურად  არ  არის  აკრძალული  ადამიანის  წამება  და  არაჰუმანური  მოპყრობა?  რატომ  არ  შეიძლება  ჩავთვალოთ  დაავადებით  გამოწვეული  წამება  კონსტიტუციაში  მოხსენიებულ  წამების  კატეგორიად,  უცნობია.

ფაქტია,  დღესდღეობით  საქართველოში  ევთანაზია,  როგორც  უკვე  აღვნიშნე  აქტიური  ფორმით,  დასჯადია,  თუმცა  არ  იქნებოდა  ურიგო,  კანონმდებლებს  გადაეხედათ  მოქმედი  კანონებისთვის  და  კიდევ  ერთხელ  მომხდარიყო  გადამოწმება,  უნდა  იყოს  თუ  არა  დასჯადი  ევთანაზია.  ეს  რა  თქმა  უნდა,  არ  არის  სწრაფად  მოგვარებადი  პრობლემა,  საჭიროებს  საზოგადოების  მზადყოფნას,  მორალური  ღირებულებების  გადაფასებას  და  ა.შ.  მე  კი,  როგორც  ავტორი,  ვიტოვებ  დასკვნის  უფლებას  და  ვიტყვი  რომ  ევთანაზია  დაშვებული  უნდა  იყოს  როგორც  აქტიური  ასევე  პასიური  ფორმით.

თქვენ  როგორ  ფიქრობთ?