იერარქია საერთაშორისო სამართლის ნორმებში

იერარქია საერთაშორისო სამართლის ნორმებში

E. Hierarchy of Interanational Law Norms

ქცევის წესების განლაგება მათი იურიდიულად სავალდებულო ძალის დონეთა მიხედვით. პირველ რიგში აქ განასხვავებენ ორ ჯგუფს – საყოველთაო საერთაშორისო სამართლისა და ლოკალურ საერთაშორისო სამართალს. პირველ ჯგუფში გამოიყოფა სემდეგი სამი დონე : 1) ძირითადი პრინციპები ( მაგ.: ძალის გამოეყნებისა და ძალით დამუქრების აკრძალვის პრინციპი); 2) დარგობრივი პრინციპები (მაგ.: დიპლომატიური აგენტის პირადი ხელშეკრულება), რომლებიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ძირითად პრინციპებს; 3) საყოველთაო აღიარებული დარგობრივი ნორმები (მაგ.: დიპლომატიური სამართალი, საზღვაო სამართალი და ა.შ.). რომლებიც არ უნდა ეწინაარმდეგებოდეს საყოველტაო საერთაშორისო სამარტალის ძირითად და დარგობრივ პრინციპებს. რაც შეეხება მეორე ჯგუფს, მას მიეკუთვნება ერთადერთი (მეოთხე) დონე – ლოკალური ნორმები, რომლებიც ძირითადად წარმოიქმნება შეზღუდული რაოდენობის (ორმხრივი, სამმხრივი და ა.შ.) სუბიექტთა მიერ დადებული ხელშეკრულებებით (მათი რაოდენობა დღეს ასობით ათასს აღემატება) და რომლებიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს პირველი ჯგუფის დონეთა პრინციპებსა და ნორმებს იერარქიის ამ სტრუქტურას არ მიეკუთვნება იმპერატიული ნორმები, რადგან ოთხივე ზემოაღნიშნული დონე შეიცავს პრინციპებსა და ნორმებს, რომლებიც განსაზღრავენ ქცევის წესების იურიდიული ძალის ერთმანეთთან დამოკიდებულებას, მაგრამ ოთხივე დონე კრძალავს სუბიექტთა მხრიდან მათ დარღვევას.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……