ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება

E. intellectual property

ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების, აგრეთვე, შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად შექმნილი ზოგიერთი სხვა ღირებულების (მაგალითად, ტელეგადაცემა, რადიოდადგმა, სასაქონლო ნიმუში, საწარმოო ნიმუში და ა.შ.) საფუძველზე.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. ინტელექტუალური საკუთრება – საავტორო და საგამომგონებლო უფლებებს დაქვემდებარებულ ობიექტთა ერთობლიობა. ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომლებიც განეკუთვნება ლიტერატურულ, მხატვრულ და სამეცნიერო ნაწარმოებებს, მსახიობთა საშემსრულებლო საქმიანობას, ხმის ჩამწერ, რადიო და ტელე გადაცემებს, გამოგონებებს, აღმოჩენებს, სამრეწველო ნიმუშებს, სასაქონლო ნიმუშებს, საფირმო სახელწოდებებს, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთას და მისთ. საერთაშორისო სპეციალიზებული და ეროვნული გაერთიანებებისა და ორგანიზაციების ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კოორდინაციის მიზნით, 1967 წლის სტოკჰოლმის კონფერენციაზე მიღებულია კონვენცია ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დაარსების შესახებ.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……