მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი

მოგების გადასახადის საგადასახადო შეღავათი

E. exemption from tax on profit

მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება: ა) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ბ) საბიუჯეტო და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; გ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შეწირულობები; დ) საპროთეზო-ორთოპედიული საწარმოების პროფილური საქმიანობით მიღებული მოგება; ე) ინვალიდებისა და მათი რეაბილიტაციისათვის საჭირო ტექნიკურ საშუალებათა წარმოებით მიღებული მოგება; ზ) საერთაშორისო ორგანიზაციების მოგება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა; თ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება; ი) ენერგიის განახლებადი წყაროების (მზის, ქარის, გეოთერმული, ბიომასის ენერგია და ჰიდროენერგია) ასათვისებელი მოწყობილობებისა და ენერგოდამზოგი საშუალებების (ენერგოდამზოგი ნათურები) წარმოებით და რეალიზაციით მიღებული მოგება; კ) მაღალმთიანი რეგიონების ტერიტორიაზე არსებული საწარმოების (სავაჭრო საწარმოების გარდა) მოგების ის ნაწილი, რომელიც მიღებულია უშუალოდ ამ ტერიტორიაზე საწარმოთა მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად; ლ) საქართველოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; მ) არანაკლებ 3 მლნ აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარებით) ღირებულების ინვესტიციით აშენებული ტურისტთა განთავსების ობიექტის – სასტუმროს საქმიანობიდან (სასტუმროს ნომრის ღირებულებიდან) მიღებული მოგება მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 50%-ის ოდენობით, არანაკლებ 10 მლნ დოლარის შემთხვევაში – 5 წლის განმავლობაში სრულად, ხოლო შემდეგი 2 წლის განმავლობაში – 50%-ის ოდენობით; არანაკლებ 50 მლნ აშშ დოლარის შემთხვევაში – 10 წლის განმავლობაში სრულად; ნ) სამედიცინო დაწესებულებების (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომელიც მოხმარდება რეინვესტირებას (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) და თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი“, მუხლი 47).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……