მწვადის გამოძახება

მწვადის გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/20/მწვადის-შეკვეთა/

მწვადის მომზადება

  1. მწვადის გამოძახებახორცის მომზადება ნახშირზე – ხორცის სითბური დამუშავების ერთ-ერთი უძველესი მეთოდია. არ არის გამორიცხული, რომ უძველესი დროიდან ჩვენ შევინახეთ „გენეტიკური“ სიყვარული შემწვარი ხორცის მიმართ. თვითონ სიტყვა „მწვადს“ აქვს ყირიმულ-თათრული წარმომავლობა და წარმოდგება სიტყვა „შამფურისგან“.
  2. მწვადს ამზადებენ სხვადასხვა სახის ხორცისგან – ღორის, საქონლის, ფრინველის, ხბოს – თუმცა უფრო მეტად პოპულარულია ღორის ხორცის მწვადი. მის მოსამზადებლად შესაფერისია ბარკალი ან ყელი. მიიჩნევენ, რომ „ღორის ყელში არის ცხიმოვანი, კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების ოპტიმალური რაოდენობა“. შედეგად მწვადი გამოდის ძალიან რბილი და წვნიანი“.
  3. მწვადს აქვს გემრიელის, მაგრამ არც თუ ისე ჯანსაღი პროდუქტის რეპუტაცია ხორცის ზედაპირზე კანცეროგენების წარმოქმნის გამო. უმჯობესია ზედმეტად შემწვარი ქერქი მოვაცილოთ. თვითონ ხორცი უნდა შეიწვას ნახშირზე და არ უნდა იმყოფებოდეს ღია ცეცხლზე – ეს ნამდვილად არ არის სასარგებლო!
  4. თუ ფრთხილობთ მომზადების დროს არასაკმარისი ტემპერატურის გამო, რეკომენდებულია მარინადის გაკეთების დროს ხორცს დაუმატოთ შავი ან წითელი წიწაკა, ზაფრანა ან ბეგქონდარა – ამ სანელებელბს გააჩნიათ ბაქტერიოციდული თვისებები.

მწვადის გამოძახება >> https://fursheti.medgeo.net/2020/08/20/მწვადის-შეკვეთა/

5. ნახშირზე სწორად მომზადებული ხორცი ინარჩუნებს ადამიანისთვის სასარგებლო მეტ ვიტამინსა და მიკროელემენტს, ვიდრე ჩვეულებრივი შემწვარი ხორცი! შეგახსენებთ, რომ ხორცის ნებისმიერი სახე შეიცავს ჰემის რკინას, რომელსაც ორგანიზმი ადვილად ითვისებს; ასევე ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელ – თუთიას, ცილას, B ჯგუფის ვიტამინებს.

6. ითვლება, რომ სწორად მომზადებული მწვადი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.

7. ბუნებაში მწვადის მომზადება – არის ტრადიცია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და არ ეწინააღმდეგება ჯანსაღი კვების პრინციპებს. ნახშირზე შემწვარი ხორცი არ უშლის ხელს ცხოვრების ჯანსაღ სტილს. ცნება „არასასარგებლო“ აქ პირდაპირ არის დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტის ჭარბად მოხმარებასთან – დიდი რაოდენობით ყველაფერი მავნებელია. მათთვის, ვინც ყურადღებას აქცევს კალორიებს, რეკომენდებულია ნაკლებადცხიმიანი ხორცის შერჩევა, არც თუ ისე „მძიმე“ მარინადი და არ უნდა დაგვავიწყდეს კლასიკური და სწორი შეხამება: ხორცი და ბევრი ბოსტნეული და მწვანილი.

https://www.kp.ru/daily/26992/4052924/ 

კვება>> http://www.gen.ge/კვება/