საყოველთაო საერთაშორისო სამართალი

საყოველთაო საერთაშორისო სამართალი

E. General International Law

სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში შემავალი ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ საერთო საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო ჩვეულებებით (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი) დადგენილი პრინციპები და ნორმები, რომლებიც ამ სახელმწიფოების საერთო ინტერესებს ეფუძნება და თანამედროვე საერთაშორისო მართლწერიგს შეადგენს: ლოკალური საერთაშორისო სამართლისაგან განსხვავებით, იგი სავალდებულოა, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისა თუ სხვა შესაბამისი სუბიექტებისათვის, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ამ სახის პრინციპებისა და ნორმების შექმნაში. ცალკეულ სუბიექტებს არა აქვთ არა მარტო იმის უფლება, რომ ცალმხრივად დაარღვიონ საყოველთაოდ აღიარებული ქცევის წესები (იხ. საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა), არამედ ლოკალური ხელშეკრულების თუ საერთაშოისო ჩვეულების მიხედვით, ე.ი. ურთიერთშეთანხმებით გადაუხვიონ ზოგიერთ ნორმას (იხ. იმპერატიული ნორმები). მრავალი სახელმწიფო, მათ შორის საქართველოც კონსტიტუციით აღიარებს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პინციპების და ნორმების უზენაესობას (მე-6 მუხ.).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

….

იურიდიული ენციკლოპედია www.gen.ge-ზე

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……