სისხლისა და განავლის ანალიზი კოლოპროქტოლოგიაში

ზოგჯერ საჭირო ხდება ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზის ჩატარება. მისი მიზანი —  ნაწლავის ზემოთმდებარე განყოფილებებიდან სისხლდენის გამოვლენაა. ბუნებრივია, თუ სისხლდენა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, ანალიზის ჩატარება სჭირო არაა. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზის გასაკეთებლად  საჭიროა მომზადება. ორი დღით ადრე ( ყაბზობის დროს, სამი დღით ადრე) არ შეიძლება კბილების გამოხეხვა, ისეთი პროდუქტების მიღება, რომელიც ღებავს განავალს: ჭარხალი, მაყვალი, ბროწეული და ა.შ., რათა არ შევიყვანოთ შეცდომაში ლაბორანტი, რომელიც ანალიზს აკეთებს. http://www.medgeo.net/2014/01/14/analizi-4/