აგენტი ფისკალური

აგენტი ფისკალური E. fiscal agent

1. ბანკი ან სატრასტო კომპანია, რომელიც სააქციო საზოგადოებისთვის ახორციელებს ისეთი სახის მომსახურებას, როგორიცაა: ფასიანი ქაღალდების გამოშვება, პროცენტებისა და დივიდენდების, საიჯარო ქირის გადახდა; 2. საგადამხდელო სისტემისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის ორგანიზებით, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის განხორციელების მხარდამჭერი პირი, სახელმწიფოს წარმომადგენელი სხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 75).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)