ადათი

ადათი

ჩვეულება, ჩვეულებითი სამართალი ისლამის აღმსარებელ ხალხებში. მომდინარეობს გვაროვნული წეს-წყობილებიდან. აწესრიგებს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ მხარეს (სათემო მართვა-გამგებლობა, საოჯახო ურთიერთობანი, სისხლიანი კონფლიქტები და ა. შ.) ა. დაუწერელი ნორმაა, რომელმაც სავალდებულო ძალა მოიპოვა. იგი იცვლებოდა საზოგადოების განვითარების შესაბამისად, ძირითადად თემისა და ადათური სასამართლოების გადაწყვეტილებათა საფუძველზე. ისლამის ხანაში ა. დაუპირისპირდა შარიათს. მან გავლენა მოახდინა ისლამის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე. თუმცა იგი არ ითვლება მუსლიმანური სამართლის ოფიციალურ წყაროდ. ისლამმა დაუშვა და შეიწყნარა ზოგი ა., რომელიც არ ეწინააღმდეგებოდა შარიათს და ავსებდა მის ხარვეზებს. თავის მხრივ, ა-მაც განიცადა შარიათის გავლენა.

See also: სოციალური ურთიერთობა

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)