ადამიანის გატაცება

ადამიანის გატაცება E. kidnapping

ადამიანისთვის ნების გარეშე თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ადამიანის გატაცების სამ შემადგენლობას: თავისუფლების უკანონო აღკვეთას – 143–ე მუხლი; მძევლად ხელში ჩაგდებას – 144–ე მუხლი; მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით – 329–ე მუხლი (იხ. ტერორიზმი) მძევლების აყვანა ომის დანაშაულადაა აღიარებული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებითაც (რომის სტატუტი) და მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ დანაშაულად ითვლება (რომის სტატუტის მე–8 მუხლის მე–2 პ. (ც)).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)