ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია E. Universal Declaration of Human Rights

მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 10.XII.1948 ამ დეკლარაციის მიღების თარიღი ( 10 დეკემბერი) ყოველწლიურად აღინიშნება როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე. დეკლარაცია ეხება როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. კერძოდ, დეკლარაციით გათვალისწინებულია ისეთი უფლებები, როგორებიცაა: სიცოცხლის უფლება, პირადუი ხელსეუხებლობის უფლება, გარანტირებულია მიმოწერის საიდუმლოება და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ დაცვის უფლება. დეკლარაცია ასევე ითვალისწინებს სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საყოველთაო დეკლარაცია არ არის იურიდიულად სავალდებულო, იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა. მაგრამ თითქმის ყველა ქვეყანამ აქცია თავისთვის სავალდებულო ნორმების შემცველ საერთაშორისო ჩვეულებად (იხ. საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი). დეკლარაციამ საფუძველი ჩაუყარა ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ მრავალ საერთაშორისო ხელშეკრულებას, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, როგორებიცაა: საერთაშორისო სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ და საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ, რომლებიც მიიღეს 1966 წელს და ძალაში შევიდა 1976 წელს.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)