ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე

ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე E. employee of local authorities

პირი, რომელიც ინიშნება ან აირჩევა ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულების საშტატო (შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აქვს საშუალო განათლება მაინც („საჯარო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონი, მუხლი 6, 16).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)