ადგილობრივი მმართველობა

ადგილობრივი მმართველობა E. local administration, municipal administration

1. ადგილობრივი ორგანოებისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და დაკისრებული მოვალეობა, საერთო-სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით გადაწყვიტონ სახელმწიფო ორგანოების მიერ დელეგირებული სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი საკითხები (საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” მუხლი 1, პუნქტი 4); 2. სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილობრივი და სახელმწიფო უმაღლესი ორგანოების მიერ დელეგირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას, მოსახლეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით სახელმწიფო ინტერესების დაცვას (საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 21 დეკემბრის № 702 ბრძანებულება, მუხლი 1.1).

See also: თვითმმართველობა

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)