ადგილობრივი მოსაკრებლის სახეები

ადგილობრივი მოსაკრებლის სახეები E. types of local dues

1. ადგილობრივი სალიცენზიო მოსაკრებლებია: ა) მოსაკრებელი მშენებლობის დაწყების ნებართვისთვის; ბ) მოსაკრებელი გარე ვაჭრობის ნებართვისთვის; გ) მოსაკრებელი გარე რეკლამის გავრცელების ნებართვისთვის; დ) მოსაკრებელი საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის ნებართვისთვის; ე) მოსაკრებელი ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვის ნებართვისთვის; ვ) მოსაკრებელი არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ – ფუნქციური წყობისა და იერის შეცვლის ნებართვისთვის; ზ) მოსაკრებელი ავტოტრანსპორტის პარკირების ნებართვისთვის; 2. სატენდერო მოსაკრებელი (საქართველოს კანონი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ”, მუხლი 5).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)