ადვოკატი (ვექილი)

ადვოკატი (ვექილი) E. barrister, solicitor; councel, lawyer L. Advocatus, advocare დახმარების თხოვნა; advoco მიწვევა

1. თავისუფალი პროფესიის პირი, რომელიც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და შეყვანილია საქართველოს ადვოკატთა ერთიან სიაში. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ფიზიკური პირი, რომელმაც კანონით დადგენილი წესით გაიარა ადვოკატთა ტესტირება, დადო ადვოკატის ფიცი და აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის შრომის სტაჟი. ადვოკატი არ შეიძლება იყოს განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლები პირი, თუ ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (“ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 1, 10);

2. იურისტი, რომლის სპეციალობაა მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა, მ.შ. სასამართლოში მათი ინტერესების დაცვა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)