ადმინისტრაცია

ადმინისტრაცია

1. მართვის სუბიექტი. 2. სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური ორგანოების, უმაღლესი თანამდებობის პირებისა და საშემსრულებლო ორგანოების ერთობლიობა (მაგ., აშშ-ის ადმინისტრაცია); 3. საწარმო-დაწესებულებების ხელმძღვანელი აპარატი. თანამშრომელთა ფუნქციონალურ ქცევაზე ზემოქმედებისათვის ა-ს ენიჭება სათანადო ძალაუფლება, მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა (ქონების განკარგვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, საორგანიზაციო-განმკარგულებელ საქმიანობაზე, სათანადო კონტროლსა და სხვა). უფლებამოსილების სხვა ფორმები, რომლებიც აუცილებელია სოციალური ფუნქციის რეალიზებისათვის, ხორციელდება შრომით კოლექტივთან ან მის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. administration, authorities, management, (personnel management), personnel administrative

L. administratio მართვა-გამგებლობა

1. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; 2. ქვეყნის ცალკეული ნაწილის მმართველობა; 3. წარმოებასა და დაწესებულებებში მმართველობის ორგანოები, რომელთა ფუნქციაშიც შედის საკადრო, საფინანსო და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

ადმინისტრაცია – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ადმინისტრაცია.   Source: საქართველოს კანონი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“, 2000 წლის 26 სექტემბერი, მუხლი 1. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს “საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი”. (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

ადმინისტრაცია – Administration  – [ ლათ. administratio. მართვა – გამგებლობა ] 1. მმართველობის ორგანოები დაწესებულებაში. 2. დაწესებულების მმართველი პირები. 3. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები; ქვეყნის ცალკეული ნაწილების მმართველობა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge (3)

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)