ადჰოკრატია

ადჰოკრატია E. adhocracy

1. ბიუროკრატული მართვის სტილის საპირისპირო ფორმა, რომელიც უგულებელყოფს მენეჯმენტის კლასიკურ პრინციპებს (აღნიშნული პრინციპის მიხედვით თითოეულ მუშაკს მოეთხოვება მკაცრად განსაზღვრული ფუნქციის შესრულება). ადჰოკრატია საუკეთესო გარემოა განათლებული, ენერგიული, დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ განუსაზღვრელ პირობებში მოქმედების უნარი. მართვის აღნიშნული მეთოდი ზედმიწევნით მიესადაგება განუსაზღვრელი და სწრაფად ცვალებადი მოთხოვნის პირობებში მოქმედ კომპანიას, აგრეთვე, იმ საწარმოებს, სადაც საჭიროა შემოქმედებითი მიდგომა. ადჰოკრატი ჩვეულებრივ არ აიძულებს მასზე მომუშავეს, მისი ქმედება ქაოსური და ცვალებადია, იგი ფართოდ იყენებს გუნდური გადაწყვეტის პრინციპს; 2. გ.მინცბერგის განსაზღვრების მიხედვით: ადჰოკრატია – ორგანიზაციული სტრუქტურაა, რომელიც ხასიათდება ქცევის ფორმალიზაციის (რეგლამენტაციის) დაბალი და ფორმალური (აღიარებული წესით დადასტურებული) განათლების შესაბამისად ჰორიზონტალური სპეციალიზაციის მაღალი დონით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

ბმები: 1. კორპორაციული ტიპური დოკუმენტები; 2. ორგანიზაციების იურიდიული, საბუღალტრო და საკონსულტაციო მომსახურება; 3. დისტანციური იურიდიული კონსულტაციები; 4. ბიზნეს გეგმების მომზადება; 5. მზა ტიპური ბიზნეს-გეგმები (შაბლონი)