ავანსი

ავანსი

E. advance

Fr. avance

ფულადი თანხა, რომლებიც გაიცემა წინასწარ შემდგომი გადახდის ანგარიშში: საქონლის მიწოდებისთვის, მომსახურებისთვის, სამუშაოთა შესრულებისთვის. ავანსი, ისევე როგორც ბე, გვევლინება ხელშეკრულების დადების დამამტკიცებელ საშუალებად, მაგრამ მისგან განსხვავებით არ წარმოადგენს ხელშეკრულების რეალური შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას. ვალდებულების შეუსრულებლობისას ავანსი ექვემდებარება დაბრუნებას.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

ავანსი – 1) მატერიალური ფასეულობებისათვის, შესრულებული სამუშაოსათვს ან გაწეული მომსახურებისათვის წინასწარ გადახდილი თანხა. ავანსის მოცულობა ჩვეულებრივ მთლიანი გადასახდელი თანხის 10 – 15% – ს შეადგენს. ავანსი ჩაითვლება ან სრულად – (საქონლის, სამუშაოსა ან მომსახურების საბოლოო ანგარიშსწორებისას) ან ნაწილ – ნაწილ, – საქონლის ცალკეული პარტიების ან სამუშაოების ცალკეული ეტაპების ანაზღაურებისას. ხელშეკრულების გაწყვეტის ან ავანსის მიმღების მიერ თავის ვალდებულებების შეუსრულებლობისას ავანსი ექვენდებარება დაბრუნებას. ავანსი არ უნდა აგვერიოს ბე – ში, რომელსაც სხვა იურიდიული მნიშვნელობა აქვს. 2) თანხა, რომელიც გაიცემა გარკვეული დავალების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დასაფარავად (აგენტზე, რწმუნებულზე, თანამშრომელზე მივლინებისას და სხვ.). ამ დროს ავანსის მიმღები პირი ვალდებულია წარადგინოს გახარჯული თანხის შესახებ ანგარიში.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……