ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადის განაკვეთი

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისთვის გადასახადის განაკვეთი

E. tax rate on motor vehicle transfer

დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძრავის მოცულობისა და გამოშვების მიხედვით. გადასახადის ოდენობა შეადგენს ძრავის მოცულობის თითოეულ სმ3-ზე ფიქსირებული ფულადი ოდენობის (განსხვავდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობებისა და ხნოვანების მიხედვით) ავტოსატრანსპორტო საშუალების ძრავის მთლიან მოცულობაზე ნამრავლს. იმ სატრანსპორტო საშუალებისათვის, რომლის გამოშვების წელი დაუდგენელია, გადასახადი დაწესებულია 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისთვის განკუთვნილი ოდენობით (საქართველოს „საგადასახადო კოდექსი”, მუხლი 181).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……