აკულტურაცია

აკულტურაცია

ტერმინი გამოიყენება ეთნოგრაფიასა და კულტუროლოგიაში. გაჩნდა XX ს-ის 30-იან წლებში აშშ-ში. აღნიშნავს კულტურათა ურთიერთგავლენის პროცესებს, რის შედეგადაც ერთი ხალხის კულტურა მთლიანად ან ნაწილობრივ ითვისებს სხვა ხალხის (როგორც წესი, უფრო განვითარებულ) კულტურას. ა-ს აქვს მეორე მნიშვნელობაც – თაობიდან თაობაზე კულტურის გადაცემა, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო ენკულტურაციისა და სოციალიზაციის ცნებებს მიმართავენ. ა. განიხილება როგორც ასიმილაციისა და ეთნიკური პროცესების მრავალფეროვნების გამოვლინება.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……