ალერგიული საკვები ა ლა ფურშეტებზე

ალერგენები-გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის არის რეალური საფრთხე, რომელიც შეიძლება ფატალური შემთხვევითაც დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ა ლა ფურშეტებზეც პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ალერგიის საკითხს და  სწორი ინფორმაცია გადავცეთ სამზარეულოს კერძის მომზადების დროს რომ არ იყოს გამოყენებული სტუმრის მიერ ნახსენები პროდუქტი, რომლის მიმართაც იგი ალერგიულია.
ფურშეტის სტუმრისთვის მნიშვნელოვანი ალერგიული პროდუქტის შესახებ ინფორმაცია.

!!!  აუცილებლად !!! ფურშეტის მენეჯმენტი, სტუმრების მოსვლის წინ, კიდევ ერთხელ ამოწმებს მზარეულმა სამზარეულოში კერძის მომზადების შემდეგ ხომ არ გამოიყენა შეცდომით ალერგიული ინგრედიენტი.  ეს ინფორმაცია გადაცემული უნდა იყოს წერილობით და არა მარტო ზეპირსიტყვიერად.

ა ლა ფურშეტებზე, სადაც სტუმრები თვითმომსახურებას ეწევიან, აუცილებელია თითოეულ კერძთან იყოს კერძის აღმნიშვნელი ნიშანი, სადაც მითითებულია კერძის დასახელება და მისი შემადგენლობა. ა ლა ფურშეტზე -აუცილებელია იყოს ერთი საინფორმაციო ნიშანი, რომელიც მიუთითებს სტუმარს, რომ განსაკუთრებულ დიეტურ, ან ალერგიულ კერძის შემადგენლობასთან დაკავშირებულ კითხვაზე მიმართოს მზარეულს.

ქეითერინგის საკონსულტაციო ჯგუფი  599 06 91 51
საწყისი წყარო: რესტორნის სერვის მენეჯერი 2015 წელი. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ლია ვაშაკაშვილი. რუსუდან ჩართოლანი. თამარ გოგოლაშვილი. ირაკლი დიდენკო.