ალიანსი

ალიანსი

ფორმალური შეთანხმება ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საერთო ინტერესების შესრულებას ისახავს მიზნად. სახელმწიფოები ქმნიან ა-ებს, როცა მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, როცა მათ საერთო საფრთხე ემუქრება და როცა კავშირის შექმნით ისინი ერთად აწონასწორებენ მეტოქის რეალურად თუ სუბიექტურად აღქმულ ძლიერებას. კავშირის შექმნა ძალის „სესხება“ და ძალის „დამატებაა“. ა-ების შექმნის მიზეზებია: 1) პასუხი გარეშე საფრთხეზე; 2) იდეოლოგიური სოლიდარობა; 3) გარეშე სახელმწიფოს დახმარება; 4) უცხო სახელმწიფოს მიერ მეორე სახელმწიფოში „შეღწევა“, ანუ მის საშინაო პოლიტიკურ სისტემაზე ზეგავლენის მოპოვება. ა-ები შეიძლება იყოს საიდუმლო ან ღია, ორმხრივი ან მრავალმხრივი. ა. ძალთა წონასწორობის სისტემის ძირითად ცნებად მიიჩნევა. ა-ის საშუალებით სახელმწიფოები აწონასწორებენ სხვა სახელმწიფოს ძლიერებას ან, პირიქით, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მასთან კავშირში შედიან.

See also: მიტმასნა, კოალიცია

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. alliance

Fr. alliance კავშირი, გაერთიანება

1. სახელშეკრულებო ვალდებულებების საფუძველზე (სახელმწიფოების, ორგანიზაციების) კავშირი, გაერთიანება; 2. რაიმე საერთო მიზნისთვის სახელმწიფოთა, საზოგადოებრივ ჯგუფთა ან სხვათა კავშირი ან გაერთიანება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……