ალტერნატიული ხმის მიცემა

ალტერნატიული ხმის მიცემა – Alternative Vote (AV)  – ალტერნატიული კენჭისყრა გამოიყენება ერთმანდატიან ოლქში. ხმის მიცემის დროს ამომრჩევლები კანდიდატებს ანიჭებენ უპირატესობას რანგირების მიხედვით: მაგ. ყველაზე მისაღებ კანდიდატს ანიჭებენ 1-ს, და ა.შ. პრიორიტეტის მიხედვით. ალტერნატიულ კენჭისყრას `პრეფერენციულსაც~ უწოდებენ. გამარჯვებულმა კანდიდატმა უნდა მიიღოს პირველი პრეფენერციის აბსოლუტური უმრავლესობა; თუ პირველი უპირატესობის უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მოიპოვებს, მაშინ კანდიდატები რომელთაც პირველი უპირატესობის უმცირესი რაოდენობა ერგოთ, რიგრიგობით გამოეთიშებიან პროცესს. მათი ბიულეტენების მომდევნო უპირატესობები გადანაწილდება დარჩენილ კანდიდატებს შორის მანამდე, ვიდერ ერთ ერთი მათგანი ხმათა უმრავლესობას არ დააგროვებს.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……