ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია

ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია

E. organization of American States

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია. დაარსდა 1948 წელს. მისი წევრია 35 სახელმწიფო. 1971 წელს შეიქმნა ასო–ის მეთვალყურეთა ორგანო, რომელშიც სხვა კონტინენტების სახელმწიფოთა წარმომადგენლები მოღვაწეობენ. ორგანიზაციასთან აკრედიტებული არიან მუდმივი მეთვალყურეები, მათ შორის: ავსტრია, ბელგია, გფრ, ესპანეთი, იტალია, კანადა, ნიდერლანდი, საფრანგეთი, შვედეთი. ორგანიზაციის მიზნებია: კონტინენტზე მშვიდობისა და უშიშროების განმტკიცება, სადავო საკიტხების მშვიდობიანი მოგვარება და უთანხმოების თავიდან აცილება; აგრესიის შემთხვევაში – ერთობლივი მოქმედება, ამერიკის ქვეყნების პოლიტიკურ– ეკონომიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტისათვის ხელსეწყობა, ძალთა გაერთიანება ეკონომიკური, სოციალური, სამეცნიერო–ტექნიკური და კულტურული პროგრესისათვის. ასო–ის წევრები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სამხედრო თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების ხელშეკრულებით, რომელიც 1947 წელ რიო–დე–ჟანეიროსი იქნა ხელმოწერილი, აგრეთვე სხვა სამხედრო შეთანხმებებით. ასო–ში შესვლა შეუძლაი დასავლეთ ნახევარსფეროს ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც მის წესდებას აღიარებს სტრუქტურა. ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელსაც ყოველწლიურად იწვევენ. იგი განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკასა და საქმიანობას, მისი ორგანოების სტრუქტურასა და ფუნქციებს. ყველა ქვეყნისათვის საინტერესო, სასწრაფო ხასიათის პრობლემების განსახილველად იწვევენ საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირს. სამხედრო თანმაშრომლობის საკითხებზე საკონსულტაციო თათბირის დასახმარებლად დაარსებულია თავდაცვის საკონსულტაციო კომიტეტი აღმასრულებელი და ადმინისტრაციული ორგანოა მუდმივი საბჭო, რომელიც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისაგან შედგება. საბჭოსთან შექმნილია მრავალი დამხმარე ორგანო: პანამერიკული სამართლებრივი კომიტეტი (ქ. რიო–დე–ჟანეირო) კონსულტაციებს უწევს გენერალურ ასამბლეას. მის მოვალეობას შეადგენს იმ საერთაშორისოსამართლებრივი ნორმების შემუშავება და კოდიფიკაცია, რომლებიც ხელს უწყობენ ამერიკის სახელმწიფოთა ინტეგრაციის პროცესს მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა საფუძველზე ორგანიზაციასთან შექმნილია 6 სპეციალიზებული დაწესებულება: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა ამერიკის ქვეყნების ინსტიტუტი (ქ.სან–ხოსე–კოსტა–რიკა); ჯანმრთელობის დაცვის პანამერიკული ორგანიზაცია (ქ. ვაშინგტონი); ბავშვთა „ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი (ქ. მონტევიდეო–ურუგვაი); გეოგრაფიისა და ისტორიის პანამერიკული ინსტიტუტი (ქ. მეხიკო – მექსიკა); ქალთა „ამერიკათშორისი“ კომისია (ქ. ვაშინგტონი); „ამერიკათშორისი“ ინსტიტუტი ინდიელი მოსახლეობის საკითხებზე (ქ. მეხიკო – მექსიკა) აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია, ცნობილი „სან–ხოსეს პაქტის“ სახელით. ძალაში შევიდა ასო–ის ყველა წევრისათვის 1978 წელს, ანუ 9 წლის შემდეგ მისი შემუშავების დღიდან. თუ ადამიანის უფლებათა ნუსხა ეფუძნება ჯერ კიდევ 1948 წლის მაისში (ე.ი. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამდე რამდენიმე თვით ადრე) მიღებულ დეკლარაციას ადამიანის უფლებატა და მოვალეობათა შესახებ, მისი შემუშავების პროცესში მასში ბევრი რამ იყო შეტანილი მომდევნო საერთაშორისო აქტებიდან, მათ შორის, უფლებათა დაცვის მექანიზმის მხრივ. აქაც შექმნილია ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია და ადამიანის უფლებათა სასამართლო, რომლებსაც მიეცათ უფლება, მიეღოთ საჩივრები ინდივიდებისაგან, აგრეთვე ადამიანთა ჯგუფებისა და არასმათავრობო ორგანიზაციებისაგან (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანთა უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის).

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……