ამნისტია ყალბ დოკუმენტაციაზე

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

“ამნისტია  დოკუმენტების  გამყალბებლებისთვის”  ცვლილება  კანონში  ყველა  იმ  პირზე  გავრცელდება  რომლებმაც  2007  წლამდე  საკუთარი  პირადი  მოაცემები  ან  პასპორტი  გააყალბეს.  პარლამენტში  დამტკიცების  შემდეგ  კანონი  უკვე  ძალაში  შევა  და  სამართლებრივი  პასუხისმგებლობისგან  გაათავსუფლებს  იმ  მოქალაქეებს  რომლებიც  თავისი  ნებით  განაცხადებენ  დოკუმენტის  გაყალბების  თაობაზე.

პირადი  საიდენტიფიკაციო  მონაცემების  თვითნებურად  თუ  განზრახ  გამყალბებლებს  ჯარიმა  არ  დაეკისრებათ.  ცვლილება  ამნისტიის  შესახებ  კანონში  შედის.  მოქალაქეს  რომელსაც  დაბადების  თარიღი,  სახელი,  გვარი  ან  სხვა  მონაცემი  შეცვლილი  აქვს  სამოქალაქო  რეესტრს  უნდა  მიმართოს.  ამნისტია  კანონის  დამრღვევ  პირს  საშუალებას  აძლევს  პირადი  დოკუმენტაცია  ყოველგვარი  ჯარიმის  და  სისხლისსამართლებრივი  პასუხიმგებლობის  გარეშე  გაასწოროს.

ნებისმიერ  პირს  შეუძლია  მივიდეს  სამოქალაქო  რეესტრში,  განაცხადოს  ნებაყოფლობით,  რომ  პირადი  მონაცემები  ჰქონდა  გადაკეთებული  და  მიიღოს  შესაბამისი  სერვისი  სამოქალაქო  რეესტრის  სააგენტოში,  რაც  იმას  ნიშნავს  რომ  მოქალაქეს  გაუსწორდება  ყველანირი  მონაცემი.  ცვილებები  იმ  პირებსაც  შეეხებათ,  რომლებმაც  პირადი  მონაცემები  2007  წლის  1  იანვრამდე  გააყალბეს.  დარღვევის  შესახებ  მათ  ბათუმის  იუსტიციის  სახლში  ან  ადგილობრივ  სამოქალაქო  რეესტრის  სამსახურებში  უნდა  განაცხადონ.  ამნისტიით  საქართველოს  საზღვრებს  გარეთ  მცხოვრები  მოქალაქეებიც  ისარგებლებენ.  განაცხადის  წარდგენა  საქართველოს  დიპლომატიურ  წარმომადგენლობებსა  და  საკონსულოებშია  საჭირო.მოქალაქეებს  ეძლევათ  საშუალება  ონლაინ  რეჟიმში  გაუსწორდეთ  პირადი  მონაცემები.

ამნისტიის  შესახებ  დეტალები  დღეს  ბათუმის  იუსტიციის  სამინისტროში  განმარტეს.  ამნისტია  2012  წლის  31  დეკემბრამდე  იმოქმედებს.ცვლილებები  ძალაში  1  კვირის  შემდეგ  შევა.  საკანონმდებლო  ორგანო  ამნისტიის  შესახებ  კანონზე  მესამე  მოსმენით  პლენარულ  სხდომაზე  იმსჯელებს.  პარლამენტმა  პირადი  მონაცემების  დარღვევისთვის  ამნისტიის  შესახებ  კანონში  ცვლილებები  ერთი  წლის  წინაც  შეიტანა.