ამნისტია

ამნისტია

E. Amnesty

დანაშაულის ჩამდენი პირების სრული, ან ნაწილობრივი განთავისუფლება სასჯელისაგან, ანდა სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა. ა. ასევე შეიძლება გულისხმობდეს ნასამართლობის მოხსნას იმ პირებისათვის, რომლებმაც ადრე მოიხადეს სასჯელი. ა. შეიძლება იყოს საყოველთაო, როდესაც ის ეხება ყველა პირს, რომელთაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული (ა-ის აქტის სხვა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში), და – ნაწილობრივი, როდესაც ის ცალკეულ პირებს ეხება და შეწყალების ფორმით ხორციელდება.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. amnesty; free pardon

Pol. amnistja

Fr. amnistie

Gk. amnestia დავიწყება, მივიწყება, პატიება

საქართველოს პარლამენტის მიერ ინდივიდუალურად განუსაზღვრელ პირთა მიმართ გამოცემული (სამართლებრივი) აქტი, რომლის ძალით დამნაშავე შესაძლებელია გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდადებული – სასჯელისაგან (შესაძლებელია სასჯელის შემცირება ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა), ხოლო სასჯელმოხდილს შესაძლებელია მოეხსნას ნასამართლობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 77).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

ამნისტია – პარლამენტის აქტი, რომლითაც განსაზღვრული კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირები შეიძლება გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, მსჯავრდებული – სასჯელისაგან, ან შეუმცირდეს სასჯელი, ან შეეცვალოს დანიშნული სასჯელი უფრო მსუბუქი სასჯელით, ან მოეხსნას ნასამართლობა.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……