ამომრჩეველთა სპეციალური სია

ამომრჩეველთა სპეციალური სია – Special List of Voters  – ამომრჩეველთა სია, რომელშიც შეყვანილი არიან – საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით; ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონალურ სამკურნალო დაწესებულებაში; ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან; საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები; კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ასევე ის ამომრჩევლები,რომლებმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარეს რეგისტრაცია და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონალური სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……