ამომრჩევლის ბარათი

ამომრჩევლის ბარათი – Voting Invitation Card  – საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ამომრჩეველთა სიებში შეყვანილი ყველა ამომრჩევლისათვის განკუთვნილი ბარათი, რომელიც კენჭისყრამდე არა უგვიანეს 2 დღისა უნდა გადაცეს ამომრჩეველს. ბარათში მითითებული უნდა იყოს: ა) კენჭისყრის თარიღი და დრო; ბ) კენჭისყრის შენობის მისამართი, სართულისა და ოთახის ნომერი; გ) ამომრჩევლის ნომერი ამომრჩეველთა სიაში; დ) ამომრჩევლის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილეობის მიღების თაობაზე განცხადების ან განაცხადის გაკეთების წესი, საუბნო საარჩევნო კომისიის ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები. ე) საარჩევნო უბნის ნომერი ვ) ამომრჩევლის გვარი, სახელი, დაბადების თარიღი (დღე, თვე, წელი); ზ) ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი. ამომრჩევლის ბარათის მიუღებლობა არ წარმოადგენს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველს.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……