ანდერაიტინგი

ანდერაიტინგი

E. underwriting

ბოლო გამოშვების ფასიანი ქაღალდების შეძენა მათი შემდგომი გაყიდვის მიზნით. ანდერაიტინგს ჩვეულებრივ საინვესტიციო დილერები, ანდერაიტერები, ახორციელებენ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

ანდერრაიტერი – პირი, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მიერ უფლებამოსილია გააანალიზოს, მიიღოს დასაზღვევად (გადასაზღვევად) და უარყოს ყველა სახის რისკები, აგრეთვე, კლასიფიცირება გაუკეთოს შერჩეულ რისკებს მათზე ოპტიმალური სადაზღვევო პრემიის მისაღებად. ანდერრაიტერი პასუხისმგებელია სადაზღვევო პორტფელის ფორმირებაზე. მას უნდა გააჩნდეს აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკა რისკის შესაბამისი ხარისხის, პრემიის განაკვეთის და დაზღვევის პირობების დასადგენად.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(2)

ანდერრაიტინგი – რისკების ანალიზის პროცესი. დაზღვევაზე (გადაზღვევაზე) რისკების მიღება ან უარყოფა. იგი მოიცავს მათ შეფასებას, კლასიფიკაციას სადაზღვევო ან არასადაზღვევო რისკებად; დაფარვის ვადების, პირობების და ოდენობის განსაზღვრას, პრემიის ოდენობის გაანგარიშებას.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(3)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……