ანდერძი და მისი შედგენის წესები

ბლოგის  ადმინის  ნებართვით  აღებულია  ბლოგიდან    https://geolaw.wordpress.com

ნებისმიერ  სრულწლოვან  პირს,  უფლება  აქვს,  თავისი  სიცოხლის  განმავლობაში,  შეადგინოს  ანდერძი  და  განსაზღვროს  მთელი  მისი  ქონების  ბედი  გარდაცვალების  შემდეგ.  ანდერძის  შედგენის  დროს,  პირს  აქვს  სრული  თავისუფლება  იმასთან  დაკავშირებით,  თუ  ვის  დაუტოვებს  თავის  ქონებას.  ანდერძით  მემკვიდრეობისას,  განსხვავებით  კანონით    მემკვიდრეობისგან,  მემკვიდრე  შეიძლება  იყოს  არა  მხოლოდ  გარდაცვლილის  ნათესავი,  არამედ  ნებისმიერი  პირი,  რომელიც  ცოცხალი  იყო  მამკვიდრებლის  გარდაცვალების  მომენტში,  ასევე  პირები,  რომლებიც  ჩაისახნენ  მამკვიდრებლის  სიცოცხლეში  და  ცოცხლები  დაიბადნენ  მისი  გარდაცვალების  შემდეგ.  გარდა  ამისა  ანდერძით  მემკვიდრე  შეიძლება  იყოს  იურიდიული  პირიც,  ნებისმიერი  კერძო  ან  საჯარო,  სამეწარმეო  ან  არასამეწარმეო  ორგანიზაცია.  ერთადერთი  პირობა,  ამ  შემთხვევაში  ის  არის,  რომ  იგი  შექმნილი  უნდა  იყოს  სამკვიდროს  გახსნის  –  ანუ  მამკვიდრებლის  გარდაცვალების  მომენტში.

ანდერძის  შედგენის  მომენტში  აუცილებელი  მოთხოვნაა,  რომ  ანდერძის  შემადგენელი  იყოს  ქმედუნარიანი  პირი,  რომელსაც  შეუძლია  გონივრულად  განსაჯოს  საკუთარი  მოქმედება  და  ნათლად  გამოხატოს  თავსი  ნება.  სხვა  შემთხვევაში,  დადგება  ანდერძის  ბათილობის  საკითხი.  გარდა  ამისა,  მეორე  აუცილებელი  მოთხოვნაა  ისიც,  რომ  ანდერძი  მოანდერძემ  პირადად  უნდა  შეადგინოს.  დაუშვებელია  ანდერძის  შედგენის  სხვა  პირზე  დავალება  ან  გადანდობა.

ანდერძი  შეიძლება  შეიცავდეს  მხოლოდ  ერთი  პირის  ნება–სურვილს.  ერთობლივი  ანდერძის  შედგენა,  კანონით  აკრძალულია  გარდა  ერთი  შემთხვევისა  –  სამოქალაქო  ქორწინებაში  მყოფ  მეუღლეებს,  შეუძლიათ  შეადგინონ  ერთობლივი  ანდერძი  ურთიერთმემკვიდრეობაზე,  ანუ  იმაზე,  თუ  რას  უტოვებენ  ერთმანეთს  მეუღლეები  რომელიმეს  გარდაცვალების  შემთხვევაში.  ასეთი  ერთობლივი  ანდერძი,  შეიძლება  გაუქმდეს  ერთ–ერთი  მეუღლის  ოთხოვნით,  მაგრამ  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  ორივე  მეუღლე  ცოცხალია.

ანდერძი  უნდა  შედგეს  წერილობით.  ამასთან,  დასაშვებია  წერილობითი  ანდრძი  –  სანოტარო  ფორმით  ან  მის  გარეშე.  იმ  შემთხვვაში,  თუ  გადაწყვეტთ,  რომ  შეადგინოთ  სანოტარო  ფორმით  დადასტურებული  ანდერძი,  გაითვალისწინეთ:

1)  ნოტარიუსის  ფუქნციები  შეიძლება  თანაბრად  განახორციელოს  არა  მხოლოდ  ნოტარიუსმა,  არამედ  ნოტარიუსთან  გათანაბრებულმა  პირებმა,  რომლებიც  არიან:

2)  ანდრძი  შეგიძლიათ  დაწეროთ  თქვენი  ხელით  და  დაამოწმებინოთ  ნოტრიუსს  ან  უკარნახოთ  და  თქვენი  სიტყვებით  დაწეროს  ნოტარიუსმა  ორი  მოწმის  თანდასწრებით;  ამ  დროს,  ანდერძი  უნდა  წაიკითხოს  ნოტარიუსმა  და  ხელი  უნდა  მოაწეროთ  ნოტარიუსისა  და  მოწმის  თანდასწრებით;

3)  ანდერძი  შეიძლება  დაიწეროს  ხელით  ან  საერთოდ  მიღებული  ტექნიკური  საშუალებებითაც  (საბეჭდ  მანქანაზე,  კომპიუტერზე  და  ა.შ)

4)  თუკი  რაიმე  მიზეზით  ხელს  ვერ  აწერთ  ანდერძს,  შეიძლება  თქვენი  თხოვნით,  ხელი  მოაწეროს  სხვამ,  მაგრამ  უნდა  აღინიშნოს  მიზეზი,  რის  გამოც  თქვენ  ვერ  შეძელით  ხელის  მოწერა;

5)  თუ  მოანდერძე  ყრუ–მუნჯია  ან  ყრუ–მუნჯი  წერა–კითხვის  უცოდინარია,  ანდერძი  უნდა  შედგეს  ნოტარიუსთან,  ორი  მოწმისა  და  ისეთი  პირის  თანდასწრებით,  რომელსაც  შეუძლია  გააგებინოს  მას  საქმის  არსი  და  დაადასტუროს  ხელმოწერით,  რომ  ანდერძის  შინაარსი  შეესაბამება  მოანდერძის  ნებას;

6)  თუ  მოანდერძე  ბრმაა  ან  წერა–კითხვის  უცოდინარი,  ანდერძი  უნდა  შედგეს  ნოტარიუსთან  სამი  მოწმის  თანდასწრებით,  რის  შესახებაც  უნდა  გაკეთდეს  სათანადო  ჩანაწერი,  რომელიც  წაეკითხება  მოანდერძეს.  ამ  დროს,  არ  შეიძლება  ანდერძის  ჩამწერიც  და  მისი  წამკითხველიც,  ერთი  და  იგივე  პირი  იყოს.  და  ჩანაწეერში  უნდა  მიეთითოს,  თუ  ვინ  გააკეთა  ჩანაწერი  და  ვინ  წაუკითხა  მოანდერძეს.  ჩანაწერს  ხელი  უნდა  მოაწეონ  მოწმეებმა  და  დაადასტუროს  ნოტარიუსმა.

7)  ანდერძის  მოწმეები  არ  შეიძლება  იყვნენ:  არასწრულწლოვნები,  ქმედუუნარო  პირები,  ანდერძით  მემკვიდრე  და  მისი  ნათესავები  დაღმავალი  და  აღმავალი  ხაზით,  დები,  ძმები,  მეუღლე  და  ასევე  საანდერძო  დანაკისრის  მიმღები;

8  )  ნოტარიუსს,  სხვა  პირს,  რომელმაც  დაადასტურა  ანდერძი,  მოწმეს,  ასევე  პირებს,  რომლებმაც  ხელი  მოაწერეს  ანდერძს  მოანდერძის  ნაცვლად,  უფლება  არა  აქვთ  სამკვიდროს  გახსნამდე,  გაამხილონ  ცნობები,  რომლებიც  შეეხება  ანდერძის  შინაარსს,  მის  შედგენას,  შეცვლას  ან  გაუქმებას.

9)  შეგიძლიათ,  ანდერძი  დაწეროთ  თქვენი  ხელით,  ხელი  მოაწეროთ  და  შემდგომ  გადასცეთ  დალუქულ  კონვერტში  ნოტარიუსს,  სამი  მოწმის  თანდასწრებით,  რაც  დასტურდება  კოვერტზე  ხელის  მოწერით.  ასეთი  ანდერძი  შეინახება  ნოტარიუსთან.

თუკი  აირჩევთ  მარტივ  წერილობით  ფორმას,  ნოტარიული  დადასტურების  გარეშე,  გაითვალისწინეთ:

1)  ანდერძი  შეგიძლიათ  დაწეროთ  თქვენი  ხელით  და  მოაწეროთ  ხელი;  თუკი  გადაწყვეტთ  ანდერძი    მიღებული  ტექნიკური  საშუალებით  შეადგინოთ  (საბეჭდ  მანქანაზე,  კომპიუტერზე  აკრეფით  და  ა.შ),  მაშინ  ანდერძის  შედგენა  და  მასზე  ხელის  მოწერა  უნდა  მოხდეს  ორი  მოწმის  თანდასწრებით,  რომლებიც  დაადასტურებენ,  რომ  ანდერძი  შედგენილი  იყო  მათი  თანდასწრებით,  ტექნიკური  საშუალებების  გამოყენებით.  დადასტურება  უნდა  მოხდეს  ანდერძზე  ხელის  მოწერის  შემდეგ  დაუყოვნებლივ,  თქვენი  და  მოწმეების  თანდასწრებით,ანდერძზე    შესაბამისი  წარწერის  გაკეთებით  და  მოწმეთა  სახელის,  გვარის  და  საცხოცრებელი  ადგილის  მითითებით.

2)  შესაძლებელია  როგორც  ღია,  ისე  დახურული  ანდერძის  შდგენა.  დახურულ  ანდერძს  მოწმეები  არ  ეცნობიან,  ისინი  მხოლოდ  ესწრებიან  მის  შედგენას  და  ადასტურებენ  ხელმოწერით,  რომ  ანდერძი  შედგენილი  იქნა  თქვენს  მიერ  პირადად,  მაგრამ  ისინი  არ  გაცნობიან  ანდერძის  შინაარსს.

3)  ანდერძში  უნდა  მიუთით  მისი  შედგენის  თარიღი.  თარიღის  არარსებობამ,  შეიძლება  გამოიწვიოს  ანდერძის  ბათილობა,  ოღონდ  მხოლოდ  იმ  შემთხვევაში,  თუკი  წარმოიშვა  ეჭვი,  რომ  ანდერძის  შეგენისას,  მისი  შეცვლის  ან  გაუქმებისას,  ასევე  რამდენიმე  ანდერძის  არსებობისას  –  მოანდერძე  არ  იყო  ქმედუნარიანი  და  ასეთი  ეჭვი  ვერ  გაქარყწლდა.