ანდროგინია

ანდროგინია

(ლათ.andros – მამაკაცური, gynes – ქალური)– ამერიკელი ფსიქოლოგის ს. ბემის მიერ შემოღებული ტერმინი-მახასიათებელი. იგი გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელშიც ტრადიციულად დამკვიდრებულია როგორც ქალური (ფემინური), ასევე მამაკაცური (მასკულინური) ფსიქოლოგიური თვისებები. ანდროგინი მითოლოგიური ტომია, რომელის ისტორიამდელ დედამიწაზე ცხოვრობდა. მის წარმომამდგენლებს ჰქონათ როგორც მამაკაცური, ასევე ქალური თვისებები. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსმა ანდროგინები ორ ნაწილად გახლიჩა და მთელს მსოფლიოში მიმოიფანტა, რათა მათ ერთმანეთთან შერწყმა არ შეძლებოდათ. ცნობილია, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლად ინდივიდის ჩამოყალიბება ხდება სოციალიზაციის პროცესში და ადამიანის ხასიათში ერთი სქესის ნიშან-თვისებებების მკვეთრი გამიჯვნა მეორისაგან არამართებულია. გამოვლენილია სექსუალურ-ფსიქოლოგიური დისჰარმონია იმ წყვილებში, რომლებიც მკაცრად ემხრობიან ტრადიციულად არსებული ქცევის მამაკაცურ ან ქალურ ტიპებს. ამავე დროს, აღმოჩენილია კავშირი ანდროგინიასა და მაღალ თვითშეფასებას შორის, როდესაც ადამიანი პიროვნულად სრულყოფილია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა.

Source: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი = Краткий словарь гендерных терминов / მერკვილაძე ია; [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] – თბ. : კავკას. სახლი, 2003 – 112გვ. ; 20სმ. – ISBN 99928-71-46-6 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……