ანთროპოცენტრიზმი

ანთროპოცენტრიზმი

1. მიდგომა ადამიანის გვარისადმი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვნისადმი სამყაროში. 2. ფილოსოფიური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმოადგენს სამყაროს ცენტრს, მისი ყოველი მოვლენის აზრსა და საბოლოო მიზანს. ანთროპოცენტრული შეხედულებები ჰქონდათ პროტაგორას, სოკრატეს, შუა საუკუნეების სქოლასტიკური ფილოსოფიის წარმომადგენლებს.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.] (1)

ანთროპოცენტრიზმი – (ინტ.) anthropocentrism – საინჟინრო ფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ადამიანისა და ტექნიკური საინფორმაციო სისტემის (კომპიუტერი, ქსელი და ა.შ.) ურთიერთადაპტაციასა და ურთიერთშეგუებაზე ორიენტაციის დროს, უპირატესობა ყოველთვის ადამიანის ინტერესებს უნდა მიენიჭოს. ანუ, სისტემა მოსახერხებელი უნდა იყოს მასზე მომუშავე ადამიანისათვის.    ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო  ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი. მოხმობილია საიტიდან www.medgeo.net
(2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……