ანკეტა

ანკეტა

პირველადი ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი, გარკვეული წესებით ფორმულირებული კითხვებისა და პასუხების (გამონათქვამების) ერთობლიობა, მოცემული გამოკითხვის ფურცლის ფორმით სოციოლოგიური ა. კითხვარის ნაირსახეობაა. იგი გამოიყენება წერითი გამოკითხვისას (ანკეტირების დროს) პირველადი სოციალური მონაცემების შესაგროვებლად. ა. ტირაჟირებული დოკუმენტია, რომელსაც თავად გამოსაკითხი პირი (რესპოდენტი) ავსებს მასში მოცემული მითითებების მიხედვით (დაუსწრებელი ანკეტირება) ან ანკეტიორის (პირის, რომელიც ატარებს ანკეტირებას) მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის შემდეგ (დასწრებული ანკეტირება, ინდივიდუალური ან ჯგუფური). სოციოლოგიური ა. არის სტრუქტურულად, აზრობრივად და ლოგიკურად დაკავშირებული კითხვების ნაკრები. თითოეული კითხვა, მისი ტიპი ან სახე, განპირობებულია გამოკითხვის პროგრამული და პროცედურული ამოცანებით. ანკეტის სტრუქტურული ერთეულია კითხვა ან კითხვათა ბლოკი. კითხვებისა და პასუხების შინაარსი ასახავს შესასწავლ პრობლემას ემპირიული ინდიკატორების დონეზე. ა-ის შედგენა გამოკვლევის ჰიპოთეზათა კითხვების ენაზე გადაყვანის პროცესს მოიცავს. ანკეტაში დასმულმა კითხვებმა და შესაბამისმა პასუხებმა უნდა უზრუნველყოს საკვლევი საკითხის შესახებ რელევანტური და მეტ-ნაკლებად ამომწურავი ინფორმაციის მოპოვება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ა-ის კომპოზიციას, კითხვების სწორად შერჩევას, ფორმულირებასა და დასმას, მათ განლაგებასა და თანამიმდევრობას, ენასა და სტილს, ა-ის შევსების მეთოდოლოგიურ მითითებებს, აგრეთვე მის გრაფიკულ გაფორმებას. გამოკითხვის ხარისხი და მისი შედეგები დამოკიდებულია ა-ზე, იმაზე, თუ რამდენადაა დაცული მისი შედგენის მოთხოვნები ა-ის საშუალებით ხდება ინფორმაციის მიღება როგორც სოციალური ფაქტების, მოვლენების, პროცესების, ისე ინდივიდების, სოციალურ ჯგუფთა შეხედულებების, აზრების, განწყობების, შეფასებების, ქცევის მოტივების, ღირებულებითი ორიენტაციებისა და სხვ. შესახებ. ზოგჯერ ა-ის ნაცვლად ხმარობენ ტერმინებს კითხვარი ან „გამოსაკითხი ფურცელი“.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. inquiry form, questionnaire

Fr. enquete

1. კითხვარი, რომლის მიზანია რესპონდენტისგან მონაცემების მიღება; 2. პირთა საკვლევი კონტინგენტისათვის განკუთვნილი მკვლევარის მიერ შედგენილი კითხვების სია, რომელიც წარმოადგენს საწყის ემპირიულ მასალას განზოგადებისათვის.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……