აპარტეიდი

აპარტეიდი

E. Apartheid

რასობრივი დისკრიმნაციის ყველაზე სასტიკი ფორმა, რომელიც რაობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატება. სამხრეთაფრიკულ ა-ს საბოლოოდ 1994 წელს მოეღო ბოლო, როდესაც პრეზიდენტმა დე კლერკმა პირველი თავისუფალი არჩევნები ჩაატარა, რის შედეგად იგი ან პოსტზე ნელსონ მანდელამ შეცვალა.

See also: რასობრივი დისკრიმინაცია

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

E. Apartheid

საერთაშორისო დანაშაული. გენოციდისაგან განსხვავებით იგი არ არის მიმართული ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ჯგუფების ფიზიკური განადგურებისაკენ, არამედ მიზანდ ისახავს ასეთი ჯგუფების, მათი წევრების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას (იხ.სეგრეგაცია) . ა რასობრივი დისკრიმინაციის ნაირსახეობაა. იგი აშკარად გამოიხატება გაბატონებული ეროვნების მხრიდან აღნიშნული ჯგუფების ექსპლუატაციის ყველაზე ყველაზე ულმობელი და არაადამიანური პოლიტიკითა და სათანადო მექანიზმების შექმნით. ა მძინვარდება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში XX საუკუნის 90–იან წლებამდე – ერვოპიდან გადმოსახლებულმა მოსახლოებამ დაამწყვდია აფრიკის, აზიის და სხვა კონტინენტის ფერადკანიანები (მოსახელობის 80%) ე.წ. ბანტუსტანებში, საკონცენტრაციო ბანაკებში და შემოიღო ამ ბანაკებში მცხოვრები მოსახლეობისათვის განცალკევებული საზოგადოებრივი ცხოვრების წესები, სწავლა–განათლების უვარგისი სისტემა. ა–თან ბრძოლა სისხლისმღვრელი შეტაკებებით სრულდებოდა, ხოლო მებრძოლთა ლიდერებს სამუდამო პატიმრობას უსჯიდნენ (მათ შორის იყო დღევანდელი პრეზიდენტი მანდელა). გაერო აქტიურად იბრძოდა ა–ის რეჟიმის წინააღმდეგ, გაეროს უსიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელმა მსოფლიომ შეწყვიტა სამხრეთ აფრიკასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, კულტურული, სპორტული ურთიერთობანი. 1973 წელს დაიდო კონვენცია ა–ის დანაშაულების აღკვეთისა და დასჯის შესახებ, რომელიც ა–ს მიაკუთვნებს საერთაშორისო დანაშაულთა რიცხვს, კერძოდ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას. გაეროსა და სხვა რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაციის ძალისხმევით, თეთრკანიანთა რეჟიმი იძულებული გახდა, გაეუქმებინა ა–ის რეჟიმი და მიეცა მოსახლეობის უმრავლესობისათვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სრული რეალიზაციის უფლება. ეს პროცესი დაიწყო 1994 წლიდან.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

E. apartheid განცალკევებულად ცხოვრება

რასობრივ დისკრიმინაციაზე დამყარებული ქვეყნის მოსახლეობის ძალის გამოყენებით დაყოფის პოლიტიკა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……