აპატრიდი

აპატრიდი

E. Apatrid

მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც არ არის მოცემული სახელმწიფოს მოქალაქე და არ გააჩნია საბუთი. რომელიც დაადასტურებდა, რომ ის უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქეა. ა–ად ჩაითვლება ის პირიც, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ქვეყნის მოქალაქეობა და არ იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას. მოქალაქეობის არმქონე პირთა რიცხვის ზრდამ აუცილებელი გახადა, მირებული ყოფილიყო ახალი საერთაშორისო კონვენციები: 1954 წლის კონვენცია ა–თა სტატუსის შესახებ, 1957 წლის კონვენცია გათხოვილ ქალთა მოქალაქეობის შესახებ. ა, ისევე როგორც სხვა უცხოელი. არ სარგებლობს ზოგიერთი უფლებით (მაგ.: დაარცევნო უფლებით) და არ გააჩნია ზოგიერთი სახის მოვალეობანი ყველა სხვა შემთხვევაში მოქალაქეობის არმქონე პირებს გარანტირებული აქვთ „კანონით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები“ (იხ. საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ (1993, მე–8 მუხ.). საქართველოს კონსტიტუციის 47–ე მუხლის მიხედვით, საქართველოში მცხოვრებ უცხოელ და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებები და მოვალეობანი მოეპოვებათ, გარდა კონსტიტუციითა და მოქალაქეობის კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……