არაბულ სახელმწიფოთა ლიგა

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა

E. League of Arab States

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 22.III.1945 კაიროს კონცეფციაზე. 1950 წელს ლიგის წევრებმა წესდების დამატებით ხელი მოაწერეს თავდაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ ხელშეკრულებას, ხოლო 1965 წელს – სოლიდარობის პაქტს, რომეოიც თავისი ფორმით საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ასლ–ის მიზნებია: ლიგის წევრ სახელმწიფოთა საგარეო და საშინაო პოლიტიკის კოორდინაცია, სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობა, უთანხმოებათა მშვიდობიანი მოგვარება, კოლონიური დამოკიდებულებისა და ნეოკოლონიალიზმისაგან არაბეთის ქვეყნების სრული განთავისუფლებისათვის ერთობლივი ბრძოლა, მჭიდრო თანამშრომლობა ეკონომიკის, მეცნიერების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა დარგებში, ლიგის წევრ სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა და სხვ. ლიგას აგრეთვე მიზანდ აქვს დასახული, რომ თითეულ სახელმწიფოში არსებული სიანაგნი პირობების დაურღვევლად უზრუნველყოს მჭიფრო თანამშრომლობა ლიგის წევრ სახელმწიფოტა შორის შემდეგ საკითხებში: 1) ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები, მათ შორის: სავაჭრო ბაჟი, ფულის სისტემა, სოფლის მეურნეობა და მრეწველობა; 2) გზები და კავშირგაბმულობა, მათ შორის: რკინიგზები, გზატკეცილები, ავიაცია, ნაოსნობა, ფოსტა და ტელეგრაფი; 3) კულტურის საკითხები; 4) მოქალაქეობასთან პასპორტებთან, ვიზებთან დაკავშირებული საკიტხები; 5) სოციალური უზრუნველყოფა; 6) ჯანმრთელობის დაცვა \nსტრუქტურა. ასლ–ის უმაღლესი ორგანოა ლიგის საბწო, რომელშიც შედიან ტყველა წვერი ქვეყნის წარმომადგენლები. საბჭოს სესიები ტარდება წელიწადში ორჯერ. სესიებს შორის ლიგის ხელმძღვანელობას ახორციელებს გენერალური სამდევნო, რომელთანაც არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, ინფორმაციის, პალესტინის საქმეების, ნავთობის საკითხებისა და სხვა დეპარტამენტები. სამდივნოს სათავეში უდგას გეენრალური მდივანი, რომელსაც 5 წლის ვადით ირჩევენ. სამდივნოში ფინქციონირებს: ა) ეკონომიკურ საკითხთა საბჭო; ბ) თავდაცვის გაერთიანებული საბჭო; გ) მუდმივი სამხედრო კომისია. ლიგის შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, ინსტიტუტები და სპეციალიზირებული ორგანიზაციები ( მათ შორის: არაბეთის შრომის ორგანიზაცია, აარბეთის ეკონომიკური ერთობის საბჭო, არაბეთის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ფონდი, არაბეთის სავალურო ფონდი), რომლებსაც იგი ფინანსურ დახმარებას უწევს. ასლი–ის შტაბ–ბინა განლაგებულია ქ.კაიროში, ოფიციალური ენაა არაბული.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP- ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……