არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა

არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა – პირის მიერ სხვა პირისათვის საფასურის გადახდით ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) დროებით მფლობელობაში, მართვაში ან სარგებლობაში გადაცემა, ამ ქონებაზე ან მის ნაწილზე საკუთრების უფლების გადაცემისა და ქონების შემდგომი გასხვისების შესაძლებლობის გარეშე. ასეთი გადაცემა არ უნდა განეკუთვნებოდეს ფინანსურ საქმიანობას და ქონების მიმღები პირისათვის არ უნდა წარმოშობდეს გადაცემული ქონების მიზნობრივ გამოყენებასთან დაუკავშირებელ დამატებით ვალდებულებებს ან ამ ქონების ფლობისათვის, მართვისათვის ან ამ ქონებით სარგებლობისათვის საფასურის გადახდასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას განეკუთვნება: ა) დაქირავებით მუშაობა; ბ) ფულადი სახსრების განთავსება ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში; გ) ქონების იჯარით გადაცემა, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავება ან იჯარით გადაცემა; დ) ქონების მართვა მინდობილობით; ე) ფიზიკური პირის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელება. თუ ამ მუხლის მე-4 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არასამეწარმეო ეკონომიკურ საქმიანობას უთანაბრდება საწარმოს საწესდებო კაპიტალში წილის ან ფასიანი ქაღალდების შეძენა (რეალიზაცია), ობლიგაციებისა და სხვა სავალო ვალდებულებათა შეძენა (რეალიზაცია), საპაიო საინვესტიციო ფონდში პაის შეძენა (რეალიზაცია), აგრეთვე გამყიდველის საკუთრებაში არსებული საავტორო ან სხვა ანალოგიური უფლებების რეალიზაცია.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, 2004 წლის 22 დეკემბერი, მუხლი 13. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას.

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……