არბიტრაჟი

არბიტრაჟი

E. (legal) arbitral tribunal, arbitration, court of arbitration

Fr. arbitrage

1. სადავო საქმეთა განხილვა შუაკაცის, არბიტრის მეშვეობით.

2. სახელმწიფო ორგანო, რომელიც განიხილავს საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის წარმოქმნილ სადავო საკითხებს;

3. კომერციული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე უცხოური ვალუტის ყიდვას, იმავდროულად მათი სხვა ბაზარზე გაყიდვის მიზნით ვალუტის კურსის სხვაობის საფუძველზე მოგების მისაღებად;

4. დანახარჯების გარეშე ურისკო მოგების მიღების შესაძლებლობა.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

არბიტრაჟი – არსებობს დავის განხილვის ტრადიციული (სასამართლო) და ალტერნატიული მეთოდები. არბიტრაჟი ქონებრივი დავის განხილვის ალტერნატიული მეთოდია. საქმე განსახილველად საარბიტრაჟო სასამართლოს გადაეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის მონაწილეებს შორის არსებობს შეთანხმება (ხელშეკრულება) არბიტრაჟის წესით საქმის განხილვის თაობაზე.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……