არტეფაქტი

არტეფაქტი

ნებისმიერი ხელოვნურად შექმნილი ობიექტი. ზოგიერთი მეცნიერის გაგებით, ა. არის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ იდეაციური ობიექტიც, კულტურის სპეციალიზებულ სფეროებში ფუნქციონირებადი და კულტურული სემანტიკის აბსტრაქტულად მომცველი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ფიზიკური მახასიათებლები, ისე ნიშნური ან სიმბოლური შინაარსი. კულტურის მეცნიერებები ა–ს განიხილავს რაიმე კულტურული ფორმის ინტერპრეტაციულ განხორციელებად კონკრეტულ მატერიალურ პროდუქტში, ქცევით აქტში, სოციალურ სტრუქტურაში, ინფორმაციულ შეტყობინებასა და შეფასებით მსჯელობაში. კულტურული ა–ის ყველაზე სპეციფიკურ მახასიათებლად მიიჩნევა მისი გაგება საწყისი კულტურული ფორმის ინდივიდუალური აღქმის პროდუქტად, აქედან გამომდინარე კი – მისი სუბიექტური ინტერპრეტაციის კერძო შემთხვევად.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……