არშემდგარი სახელმწიფო

არშემდგარი სახელმწიფო

ფორმალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც წესრიგის, კანონიერებისა და მოსახლეობის ძირითადი საჭიროებების უზრუნველყოფის არარსებობით ხასიათდება. ა. ს–ების უმრავლესობა მეორე მსოფლიო და ცივი ომის შემდეგ წარმოიქმნა, ძირითადად აფრიკის კონტინენტზე, ავღანეთში და ა. შ. ა. ს–ებს აგრეთვე ახასიათებს კომუნალური კონფლიქტი, ძალმომრეობა ეთნიკური ნაციონალიზმის ნიადაგზე, მილიტარიზმი და რეგიონული დაპირისპირება. ტერმინი ერთ–ერთმა პირველმა გამოიყენა რობერტ კაპლანმა. ა. ს.–ებს სხვაგვარად კვაზისახელმწიფოებსაც უწოდებენ.

See also: კვაზისახელმწიფო

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……