არჩევნები

არჩევნები

E. Election

ხმის მიცემის პროცედურა, რომლის შედეგადაც პიროვნება იკავებს პოსტს, ან თანამდებობას ამომრჩევლების, ან მათი წარმომადგენლების მიერ მიცემული ხმების რაოდენობის შესაბამისად. ყველა სახელმწიფოსათვის ა-ის ერთიანი პროცედურა არ არსებობს. ეროვნული (სახელმწიფო) სუვერენიტეტის არსებობისას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას უნდა ეფუძნებოდეს. ხალხის ნება შემდეგ ფაქტორებს მოიცავს: 1. საყოველთაო და თანაბარი საარჩევნო უფლება; 2. ქვეყნის მართვაში მონაწილეობის უფლება პირდაპირ, ან თავისუფალი არჩევნების შედეგად არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით; 3. საკუთარ ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურის მიღების თანასწორი უფლება; 4. ფარული კენჭისყრის, ან არჩევნების ანალოგიური პროცედურის უფლება, რომელიც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვას უზრუნველყოფს; 5. მშვიდობიანი შეკრებების თავისუფლება; 6. ასოციაციების თავისუფლება; 7. სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლება, ნებისმიერი სახის ინფორმაციის და იდეების ზეპირად, წერილობით, ან ბეჭდვითი სახით მოძიების, მიღების და გავრცელების უფლების ჩათვლით; 8. ქვეყნის მოქალაქეთა უფლება – შეცვალონ მმართველობის ფორმა კონსტიტუციური პროცედურების საშუალებით.

See also: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, საპარლამენტო არჩევნები

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ან ორგანიზაციის წარმომადგენლად რომელიმე პირის დასახელება. ა–ის ინსტიტუტი წარმომადგენლობითი ხელისუფლების აუცილებელი შემადგენელი ელემენტია და ფუნქციონირებს ყველა თანამედროვე არაპირდაპირ დემოკრატიაში. ა–ით ხორციელდება მოქალაქეთა მმართველობითი უფლებების დელეგირება კონკრეტული პირების, დელეგატებისადმი. ავტორიტარულ რეჟიმებშიც შეიძლება გაიმართოს ა., მაგრამ ამ დროს ან მხოლოდ ერთი კანდიდატია ასარჩევი (როგორც მაგ., ყოფილ საბჭოთა პრაქტიკაში), ან საარჩევნო სისტემაში გამეფებული კორუფცია ყოველგვარ აზრს უკარგავს არჩევნებს.

See also: თავისუფალი არჩევნები

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა. (1)

არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით.   Source: საქართველოს კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, 2001 წლის 2 აგვისტო, მუხლი 3. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

არჩევნები – Election  – პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge (3)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……