ასიმილაცია

ასიმილაცია

E. Assimilation

დომინირებული ეთნიკური ერთობის მიერ სხვა ეთნიკური ერთობის შთანთქმის პროცესი. კონფლიქტები და უთანხმოებანი წარმოიშობა მაშინ, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს მის ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების ძალადობრივ ა-ს, რაც ამ უმცირესობათა დენაციონალიზაციისკენაა მიმართული. შედეგი ხშირად სურვილის საპირისპიროა, ვინაიდან ა-ის მცდელობა აღვივებს ეთნიკურ თვითშეგნებას

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

1. კულტურული: ნაკლებად ცივილიზებული ან უფრო ,,სუსტი“ ხალხის კულტურის სრული ან ნაწილობრივი შთანთქმა უცხო კულტურის მიერ დაპყრობის, შერეული ქორწინებების და დამპყრობელ ეთნოსში დაპყრობილის მიზანიმართული ,,გათქვეფის“ (შერევის) გზით; ამ გზაზე უკანასკნელი ბასტიონია ენა, რომლის დაკარგვასთან ერთად ასიმილირებული კულტურაც იღუპება.

2. სოციალური: სოციოლოგიასა და კულტუროლოგიაში აღნიშნავს ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების ან თვით ამ სოციალური ჯგუფის მიერ სხვა ჯგუფის (ან საზოგადოების) თვისებების თანდათანობითი შეთვისების პროცესს, რასაც შედეგად მოზდევს ახალ ჯგუფთან შერევა და ძველებური სოციალურ–კულტურული იერსახის დაკარგვა. ამ პროცესის ობიექტური საფუძველია საზოგადოების ცხოვრების ყველა მხარის ინტეგრაცია და ინტერნაციონალიზაცია სხვადასხვა მასშტაბით. ა. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს უმრავლესობის კულტურის დომინირების პირობებში სოციალურ, ეთნიკურ, კონფესიურ ან სხვა უმცირესობებში. ამ პროცესს შეიძლება მოჰყვეს როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. assimilation

L. assimilatio მსგვასება, მიმსგავსება

1. ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, საკუთარი ენის დაკარგვისა და სხვა ენის, კულტურის შეთვისების შედეგად ერთი ხალხის (ან მისი ნაწილის) მეორესთან შერწყმა;

2. მიმსგავსება, შერწყმა, შეთვისება.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……