ატესტატი

ატესტატი

E. certificate, testimonial

L. attestari დამოწმება, რწმუნება; attestor ვამოწმებ

1. დოკუმენტი საშუალო სასწავლო დაწესებულების დასრულების შესახებ მაგ., ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სასწავლებლის დამთავრების მოწმობა;

2. დოკუმენტი, რომელიც გაიცემა სამხედრო მოსამსახურეზე, ამ უკანასკნელის სამსახურებრივი გადაადგილების, ხანგრძლივი მივლინებისა და ა.შ. შემთხვევებში; სამხედრო მოსამსახურის მოწმობა, რის საფუძველზეც ეს უკანასკნელი იღებს ხელფასს, სურსათს, ტანსაცმელს და ა.შ.; მოწმობა, გაცემული სამხედრო ნაწილის მორიგი დისლოკაციის შემთხვევაში; დოკუმენტი, გაცემული ოფიცრის ოჯახის რომელიმე წევრზე, მისი ფულადი კმაყოფის გარკვეული ნაწილის მისაღებად;

3. მოწმობა სამეცნიერო ან რაიმე სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ. მაგ., პროფესორის ა., უფროსი მეცნიერ-მუშაკის ა. და სხვ.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

L. attestor – ვამტკიცებ

ატესტატი არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ საბაზო ან საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების დასრულებას. ატესტატი გაიცემა სკოლის დირექციის მიერ. ატესტატს ახლავს ნიშნების ფურცელი, რომელშიც ასახულია მოსწავლის (კურსდამთავრებულის) მოსწრება – ქულები თითოეულ საგანში.

Source: განმარტებითი ლექსიკონი/ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. – [თბ., 2008]. – 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ: სიმონ ჯანაშია და სხვ.]. – [2008]. – 56გვ.. – ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. – ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2): [ფ.ა.][MFN: 95118]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……