აუდიტორი

აუდიტორი

E. certified public accountant, chartered accountant, profesional accountant, public accountant, auditor

L. auitor მსმენელი

1. პირი, რომელიც აუდიტორულ საქმიანობას ახორციელებს;

2. ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს მიერ გაცემული აუდიტორის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი. იგი აუდიტორულ საქმიანობას ეწევა ინდივიდუალურად, ლიცენზიის საფუძველზე ან/და აუდიტორული ფირმის მეშვეობით (საქართველოს კანონი “აუდიტორული საქმიანობის შესახებ”, მუხლი 4).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

აუდიტორი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირებადი აუდიტორი. აუდიტორი ან ნებისმიერი აუდიტორული კომპანია, რომელთანაც იგი არის აფილირებული, დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მუხლის მე-11 პუნქტში აღნიშნული იმ პირისაგან, რომელსაც ის ემსახურება, როგორც აუდიტორი.   Source: საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, 1998 წლის 24 დეკემბერი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (2)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……