აუქციონი

აუქციონი

E. auction, public sale, vendue

L. auctio (auctionis) საჯარო ვაჭრობა

1. ცალკეული ნივთის ან ნივთების გარკვეული რაოდენობის (პარტიების) საჯარო გაყიდვა წინასწარ დათქმულ ადგილსა და დროს, როდესაც მომავალი მესაკუთრე ვლინდება ყველაზე მეტი საფასურის გადახდით;

2. ბროკერების საშუალებით ფასიანი ქაღალდებით ბირჟაზე ვაჭრობა;

3. საგარეო ვაჭრობაში გავრცელებული საქონლის ლოტებად ან ცალკეულ ნივთად გასაღების ხერხი, როდესაც პოტენციური მყიდველისთვის საქონელი ან ნიმუშები გამოფენილია დასათვალიერებლად;

4. ქონების იძულებითი გაყიდვის ფორმა ვალების დაფარვის მიზნით.

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.] (1)

აუქციონი – ქონების საჯარო წესით შეთავაზება, როდესაც ყველაზე მაღალი ფასის გადამხდელი ამ ქონების მესაკუთრე ხდება.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (2)

აუქციონი – კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების ფორმა, რომლის დროსაც ლიცენზია მიენიჭება აუქციონში გამარჯვებულ მაძიებელს.   Source: საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, 2005 წლის 2 ივნისი, მუხლი 2. მასალა ეფუძნება ლევან ბეჟაშვილის, თამარ ჩხეიძის და შოთა თარხნიშვილის ნაშრომს "საქართველოს საკანონმდებლო ტერმინთა ლექსიკონი". (2008 წ.). ასახავს 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობას. (3)

აუქციონი – ქონების საჯარო წესით შეთავაზება, როდესაც ყველაზე მაღალი ფასის გადამხდელი ამ ქონების მესაკუთრე ხდება.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf (4)

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……