აფრიკული კავშირი

აფრიკული კავშირი

E. African Union

რეგიონალური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს აფრიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. დაარსდა 25.V.1963 აფრიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მესამე კონფერენციის გადაწყვეტილები ადის–აბებაში (ეთიოპია). ორგანიზაციის წევრია 49 სახელმწიფო ორგანიზაციის მიზანია:ზრუნვა აფრიკის სახელმწიფოთა და სოლიდარობის განტმიცებისათვის, მათ შორის თანამშრომლობის განვითარება და კოორდინაცია, ღონისძიებათა გაერთიანება აფრიკის ხალხთა საარსებო პირობების გაუმჯობესებისათვის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაცვა, კოლონიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება გაეროს წესდებისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის საფუძველზე სტრუქტურა, ორგანიზაციის მთავარი ორგანოა სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების ასამბლეა, რომელსაც წელიწადში ერთხელ იწვევენ. ასამბლეის გადაწყვეტილებათა და რეზოლუციატა შესრულების საქმეს განაგებს ორგანიზაციის მინისტრტა საბჭო. იგი შედგება საგარეო საქმეთა და სხვა მინისტრებისაგან, რომლებიც შესაბამის სახელმწიფოთა მთავრობების მიერ უფლებამოსილი არიან, მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში აკ – ის ორგანიებია აგრეთვე: პანაფრიკული პარლამენტი, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისია, ტექნიკური კომიტეტები. ყველა ორგანოს ორგანიზაციულ–აღმასრულებელი საქმიანობის მომსახურება აკისრია მიდმივმოქმედ გენერალურ სამდივნოს. ორგანიზაციის ფარგლებში მუშაობს შუამავლობისა და არბიტრაჟის კომისია. გარდა ამისა, არსებობს მრავალი სპეციალიზირებული ორგანო – ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომისია, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისია, თავდაცვის საკითხთა კომისია და სხვ. ზემოაღნიშნულ ორგანოებთან შექმნილია მუდმივი დამხმარე ორგანოები, რომელთა მიზანია რასიზმისა და კოლონიზალიზმის წინააღმდეგ აკ–ის წევრ სახელმწიფოთა ბრძოლის კოორდინაცია, მიღებულ გადაწყვეტილებათა რეალიზაციის გაკონტროლება და ა.შ 1986 წელს ამოქმედდა „აფრიკის წესდება (ქარტია) ადამიანის და ხალხთა უფლებების შესახებ“, რომლის საფუძველზე შეიქმნა ადამიანის და ხალხთა უფლებატა აფრიკული კომისია. ძირითადად, მისი კომპეტენცია ემსგავსება სხვა რეგიონალური ორგანიზაციების მექანიზმებს (იხ. ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაცია, ევროპის საბჭო) და ითვალისწინებს, ქარტიაში მონაწილე სახელმწიფოების პასუხისმგელობას ცალკეული პირების, პირთა ჯგუფების უფლებების დარღვევისათვის, რისთვისაც დაწესებულია ამ პირთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების (განაცხადების) განხილვის პროცედურები. გათვალისწინებულია, აგრეთვე, ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული სასამართლოს შექმნა (ჯერ არ ჩამოყალიბებულა) შტაბ–ბინა ადის–აბებაშია (ეთიოპია). სამუსაო ენებია: არაბული, ფრანგული, ინგლისური.

Source: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი : ლექსიკონი-ცნობარი / [ავტ.: ლ. ალექსიძე (რედ.), ლ. გიორგაძე, მ. კვაჭაძე და სხვ.] – თბ., 2005 – 283გვ. ; 23სმ. – ISBN 99940-0-877-3 : [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……