აქცია პრივილეგირებული (შეღავათიანი)

აქცია პრივილეგირებული (შეღავათიანი)

E. cumulative preference share, preference share, privileged share, senior stock

სახელობითი აქცია, რომელიც უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან/და სათანადო ემისიის პროსპექტით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ, პირველ რიგში, ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მფლობელებზე, ხოლო შემდგომ – ჩვეულებრივ აქციონერებზე, მათ წილთა შესაბამისად. პრივილეგირებული აქცია არ იძლევა ხმის უფლებას საერთო კრებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წესდება ან ამ აქციათა ემისიის პროსპექტი ითვალისწინებს ერთ პრივილეგირებულ აქციაზე ერთი ხმის მინიჭებას პრივილეგირებულ აქციაზე დივიდენდების გაუცემლობისას (“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, მუხლი 52).

See also: პრივილეგირებული (შეღავათიანი) აქცია

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……