აღკვეთის ღონისძიება

აღკვეთის ღონისძიება

E. preventive (suppression) punishment

ბრალდებულის დაპატიმრება, შინაპატიმრობა, პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა, გირაო, ხელწერილი გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობა, აგრეთვე, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა და სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა (სსსკ, მუხლი 152).

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. აღკვეთის ღონისძიება – სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება, რომელიც გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, ხელი არ შეეშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. აღკვეთის ღონისძიებებია: პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა, არასრულწლოვანი ბრალდებულის მეთვალყურეობაში გადაცემა, სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა.    წყარო: ძირითად  იურიდიულ  ტერმინთა განმარტებითი  ლექსიკონი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო. 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ავტორები: უჩა თოდუა, თამუნა ერგემლიძე, თათია ქვრივიშვილი, ლექსო მერებაშვილი. საიტი http://www. tbappeal.court.ge/upload/sr_187.pdf

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……