აღმასრულებელი ხელისუფლება

აღმასრულებელი ხელისუფლება

E. Executive

ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც პრაქტიკულად აღასრულებს კანონებს, ხელშეკრულებებს და ა.შ. ბევრ ქვეყანაში ა.ხ. დემოკრატიის საზიანოდ დე ფაქტო დომინირებს ხელისუფლების დანარჩენ ორ შტოზე (საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება). ზოგ ქვეყანაში ა.ხ. ფაქტიურად იმყოფება შეიარაღებული ძალების, ან ეკონომიკური ელიტის გავლენის ქვეშ.

Source: ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] – თბ. : დასი, 1999 – 128გვ

ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, რომელიც არსებული კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე ახორციელებს ქვეყნის მართვას. ა.ხ. ქვეყნის, სახელმწოფო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი დანაყოფია. მიუხედავად იმისა, რომ ა.ხ. ყველა სახელმწიფოში არსებობს, იგი სხვადასხვა სახისაა იმის მიხედვით, თუ როგორია პოლიტიკური რეჟიმი ქვეყანაში. თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავტორიტარულ რეჟიმებს, სადაც ხელისუფლების დანაწილება დამოუკიდებელ ერთეულებად არასაკმარისად ხორციელდება ან საერთოდ არ ხორციელდება, დემოკრატიულ ქვეყნებში ა. ხ. ორი ძირითადი სახით არის წარმოდგენილი: ერთი მათგანის ტიპური ნიმუშია შეერთებული შტატების ა. ხ. რომელსაც პრეზიდენტი მეთაურობსა. საპრეზიდენტო ა. ხ. შედგება მინისტრებისა და სხვა უმაღლესი სახელმწიფო მოხელეებისაგან, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი ასევე განსაზღვრავს ძირითად პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ახორციელებს ადმინისტრაცია. ამასთან, საპრეზიდენტო ხელისუფლება შეერთებულ შტატებში შეზღუდულია კონგრესით და დამოუკიდებელი სასამართლო ორგანოებით, რომელთა ერთ-ერთი ფუნქცია იმის ზედამხედველობაა, რომ ა.ხ-ის მოქმედება არ გასცდეს კონსტიტუციის ფარგლებს. ა. ხ.-ის მეორე ტიპის ნიმუშად შეგვიძლია დავასახელოთ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო ხელისუფლება. აქ ა. ხ. წარმოდგენილია მინსტრთა კაბინეტით, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და რომლის წევრებიც აირჩევიან პარლამენტართა რიგებიდან. კაბინეტური ა. ხ-ის უმნიშვნელოვანეს სპერციფიკას შეადგენს კაბინეტის წევრთა მიერ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა კოლეგიური მიღება და კოლექტიული პასუხისმგებლობა მათზე.

Source: სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი / [სარედ.: ჯგუფი: ედუარდ კოდუა და სხვ. ; გამომც.: ლაშა ბერაია] – თბ. : ლოგოს პრესი, 2004 – 351გვ. ; 20სმ. – (სოციალურ მეცნ. სერია/რედ.: მარინე ჩიტაშვილი). – ISBN 99928-926-9-2 : [ფ.ა.]

E. executive authority

See also: მთავრობა და ხელისუფლების დანაწილება

Source: მოხელის სამაგიდო ლექსიკონი / გაეროს განვითარების პროგრამა; [შემდგ.: სამსონ ურიდია და სხვ.; რედ.: ვაჟა გურგენიძე] – თბ., 2004 – 483გვ.: ცხრ.; 24სმ. – (საჯარო მოსამსახურის ბ-კა). – ISBN 99940-0-063-2: [ფ.ა.]

2. აღმასრულებელი ხელისუფლება – Executive Governance  – ხელისუფლების ერთ-ერთი შტო, სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა ერთობლიობა, რომელსაც ქმნის არჩევითი წარმომადგენლობითი ორგანო.    საარჩევნო ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი. აღებულია საიტიდან: http: //electionreforms.ge

….

…..

შიდა  ბმები: 1. TOP – ადვოკატები; 2. TOP – საადვოკატო ბიუროები; 3. TOP-  იურიდიული მომსახურებები

გარე ბმები: 1. რეკლამა ინტერნეტით;  2. ქართული სამედიცინო ინტერნეტ–ქსელი

……